ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატოს წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი კლინიკაში გადაიყვანეს.
შვილის ცნობით, ავთო წერეთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს; იგი აცხადებს, რომ მამის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
წერეთლისთვის პროკურატურას ბრალი წაყენებული აქვს საქმეზე, რასაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ედავებიან – 2008 წელს ფულის გათეთრების საქმეზე.
ამ თემას სოციალურ ქსელში ტელეკომპანია პირველის გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია ეხმაურება:
“ყოველდღიური სასამართლოები,დაკითხვები, ამ ასაკის კაცის წინ და უკან ტარება პროკურატურასა და სასამართლოებში, მრავალსაათიანი და ყოველდღიური დაკითხვები,როგორც ბნელ კომუნისტურ რეჟიმში..საქმეზე ,რომელსაც არც მომჩივანი ჰყავს და არც დაზარალებული. Vato Tsereteli -ერთად გადავიტანთ და ერთად გავუძლებთ ,მე და შენ ხომ ზუსტად ვიცით, რომ ავთოს დაჭერის მცდელობა მხოლოდ და მხოლოდ ტვ ,,პირველს,, უკავშირდება. ” – წერს ინგა გრიგოლია.