თბილისის მერი, კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართულმა ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “ქართული ოცნება” მოსახლეობაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.
“ვეთანხმები ირაკლი კობახიძეს, ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს რეალურად გამარჯვების და მყარი უმრავლესობის მოპოვების შანსი პარლამენტში, ეს არის “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი. საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მხარდაჭერა. ყველა ყველაფერს ხედავს - რა ხდება, რა მდგომარეობაა, რა გამოწვევებია და ერთადერთი ძალა, ვისაც აქვს საზოგადოების მხარდაჭერა, არის “ქართული ოცნება”, - განაცხადა კალაძემ.