დღეს საღამოდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მთელ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი

დღეს საღამოდან ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა, მთელ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი და ქარბუქი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.ზღვაზე შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და 4-5 ბალიანი შტორმი.

8-10 თებერვალს მთელ საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილება.