ვინ არის ქართველი მორაგბე, რომელიც თბილისის ქუჩებს ხაზავს და ბავშვებს რაგბიში უფასოდ ავარჯიშებს

ვინ არის ქართველი მორაგბე, რომელიც თბილისის ქუჩებს ხაზავს და ბავშვებს რაგბიში უფასოდ ავარჯიშებს

27 წლის მორაგბე ზაურ კაჭარავა უკვე რამდენიმე თვეა, „თბილსერვის ჯგუფში" მუშაობს და დედაქალაქის მასშტაბით გზის სავალ ნაწილზე საგზაო მონიშვნებსა და ქვეითთა გადასასვლელებს თერმო და ცივი პლასტიკით ხაზავს.

"უკვე ოთხი წელია, რაც მარნეულის რამდენიმე სოფელში ქართველ და აზერბაიჯანელ ბავშვებს, მე და ჩემი მეგობარი რაგბიში უსასყიდლოდ ვავარჯიშებთ. სპორტის ეს სახეობა ამ რეგიონში პირველებმა ჩვენ შევიტანეთ. თავიდან ადგილობრივები ჩვენს წამოწყებას სკეპტიკურად უყურებდნენ. მახსოვს, პირველ შეხვედრაზე მხოლოდ ხუთი ბავშვი მოვიდა. ახლა საერთო ჯამში 50-მდე მოზარდია ამ სპორტით დაინტერესებული და მშობლებიც აქტიურად ესწრებიან თამაშებს. ჩვენდა სასიხარულოდ ერთ-ერთი მარნეულელი მოზარდი, რომელიც ჩვენთან ვარჯიშობდა ეროვნულ ნაკრებში მოხვდა. მთავარი მიზანია მარნეულელი ახალგაზრდები ცხოვრების ჯანსაღი წესით დაკავდნენ. თუ დავინახავთ, რომ ბავშვს აქვს პოტენციალი ითამაშოს დიდი რაგბი, ჩვენს მთავარ გუნდში, თბილიში გადმოგვყავს.პროფესიით ეკონომისტია, თუმცა მთელი ცხოვრება სპორტს მიუძღვნა. მაშინ, როცა სამსახურში არ არის სტადიონზე გუნდთან ერთად ვარჯიშობს, ან მარნეულში რაგბიში ახალგაზრდებს ავარჯიშებს. ყოველი წუთი გაწერილი აქვს. ამბობს, რომ ეს ყველაფერი შრომატევადია, თუმცა სიამოვნების მომტანი."