ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს:
რატომღაც მგონია, დასავლურ წრეებს ხელისუფლება სათანადოდ ვერ უხსნის, თუ რატომ მოუწია დაპირებულ პროპორციულ არჩევნებზე უარის თქმა და რატომ ჩავარდა საკონსტიტუციო ცვლილება.
სულაც არ არის საჭირო რაღაც შიდაპარტიულ დემოკრატიაზე და მსგავს რამეებზე აპელირება. უნდა დასახელდეს რეალური ფაქტები, რომლების ადვილად გადამოწმება შეიძლება. მათ შორის, ოპოზიციური პარტიების დათქმა, რომ ისინი არანაირ პირობებზე არ შექმნიდნენ კოალიციურ მთავრობას "ქართულ ოცნებასთან."
ეს ავტომატურად იწვევდა გაჭიანურებულ სახელისუფლებო, სამთავრობო, პოლიტიკურ კრიზისს, დესტაბილიზაციას, გამომდინარე შედეგებით, რაშიც სახელმწიფოს და მოსახლეობას მოუწევდათ ძალიან ძვირი საფასურის გადახდა.
ამ დესტაბილიზაციის დასაძლევად აშშ-ს და ევროპასაც მოუწევდათ საფასურის გადახდა, რომ აქ მათი სტრატეგიული ინტერესები არ დაზარალებულიყო და ვფიქრობ იოლი მისახვედრია თუ ვის მიერ.
ამათ ისიც არ იციან რომ ........დიახაც, უნდა აუხსნან