“ოდირმა” საკუთარი დასკვნით ცოცხალმკვდარი ოპოზიციური სპექტრის მიმართ ბოლო, საკონტროლო გასროლა განახორციელა

“ოდირმა” საკუთარი დასკვნით ცოცხალმკვდარი ოპოზიციური სპექტრის მიმართ ბოლო, საკონტროლო გასროლა განახორციელა

“ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისმა ე.წ. გერმანულ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, ოდირმა საკუთარი დასკვნით ცოცხალმკვდარი ოპოზიციური სპექტრის მიმართ ბოლო, საკონტროლო გასროლა განახორციელა და მათი ტანჯვა დაასრულა.”- ამის შესახებ ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე საუბრობს.

“ეუთო/ოდირის დასკვნაში შავით თეთრზე წერია, რომ რომ საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის სუვერენული უფლებაა. რომ კანონის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე საბოლოო გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლობელმა უნდა მიიღონ.

ასევე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო კარგი პრაქტიკის მიხედვით, უმჯობესია საარჩევნო კანონმდებლობის ძირითად ასპექტები არ გაიხსნას ცვლილებებისთვის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. სრულად ვეთანხმები ოდის დასკვნასდა მიმაჩნია, რომ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ძირეული საარჩევნო ცვლილებების განხორციელება არ შეიძლება, რადგან მსგავსმა ცვლილებებმა შესაძლოა წინსვლის ნაცვლად ქვეყნის და საარჩევნო გარემოს დაზიანება გამოიწვიოს.

ოპოზიციას ორი გამოსავალი რჩება, ან გაიაზროს და გაიზიაროს ოდირის დასკვნა, ან კვლავ საკუთარი მავნებური პოლიტიკა განაგრძოს!” – აცხადებს დავით ჩიხელიძე.