თამარ ჩერგოლეიშვილი: გაზაფხულზე დათბება – ხალხს სახლში ვეღარ შეიყვანთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: გაზაფხულზე დათბება – ხალხს სახლში ვეღარ შეიყვანთ

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

ორი ვარიანტი გაქვთ:

  1. სწრაფად დადებთ სისტემას, რომელიც მხარდაჭერის პროპორციულ ძალაუფლებას უზრუნველყოფს და იქნებით იმდენი და იმხელა, რამდენიც მხარს გიჭერთ.

ან,

  1. სიტუაცია წავა ესკალაციის გზით, სამსახურებში მოგიწევთ დილის 6 ზე სირბილი, სპეცრაზმის და პატრულის თანხლებით. გაზაფხულზე დათბება - ხალხს სახლში ვეღარ შეიყვანთ.

დარჩება იგივე სისტემა.

73 მაჟორიტარულს გადაინაწილებს მთელი ოპოზიცია ისე, რომ ნაცების პირისპირ არ დარჩეთ მეორე ტურებში და მაგის იმედით არ იყოყოჩოთ.

პირველივე ტურში წააგებთ, იმ პირობით რომ ამ არჩევნების შედეგად არჩეული ტექნიკური მთავრობა სამ თვეში, ვადამდელ პროპორციულ არჩევნებს ჩაატარებს და ქართველი ხალხის ნება მაინც აღსრულდება.

აბსოლუტური მმართველობების ხანა საქართველოში დასრულდება.

მეორე გზა ქაოტურია.პირველი ჯობია.

მაგრამ მეორე გზით თუ მოგვიწია წასვლა, ყველაფერს დავდებ, რომ ბიძინა და კალაძე პლახოტნიუკის ბედს გაიზიარებენ.

P.S. ახლა მეორე გზით მივდივართ.

Aburjga Tasmanieli პროპორციული არჩევნები ქართველი ხალხის ნება არც ყოფილა და არც იქნება! ქართველი ხალხის ნებაა სრულიად მაჟორიყტარული არჩევნები! პროპორციული არჩევნები კი გსურთ თქვენ პოლიტიკანებს რომლებსაც სასაცილო 50-100 კაციანი პარტიები ჩამოგიყალიბებიათ და პოლიტიკური პარტიის ლიდერებათ მოგაქვთ თავი! პირადად თქვენი და თქვენი მეუღლის პარტია არის საქართველოში უცხო ძალის მიერ ორგანიზებული მტრული ძალა, რომელიც ებრძვის ყოველივე ეროვნულს და ნერგავს ყოველივე გათახსირებულს! თქვენ ხმას საერთოდ არავინ მოგცემთ არც პროპორციულში და მითმეტეს არც მაჟორიტარულში! ესკალაციით ვის ემუქრები, ქართველ ხალხს, საქართველოს სახელმწიფოს და მის სუვერენიტეტს?! ეს დაგავალეს ოკიანეს გაღმელმა დეიდებმა და ბიძიებმა?! ))))
5 წლის უკან
amo ხალხს არ უნდა რომ პარლამენტში მოხვდნენ ნაციონალების ცნობილი სახეები, ოცნების ნაცები, ოცნების ქარაფშუტა დეკორატორი პარლამენტარები. ჰოდა, რომ აუხსნი, რომ პროპორციული არჩევნების დროს ყველა ეს ძაღლი და მამაძაღლი უპრობლემოდ შეგრიალდება პარლამენტში, მაშინ არ მგონია ხალხის მოთხოვნა პროპორციული არჩევნები იყოს.
5 წლის უკან