მამუკა მდინარაძე: ” ეუთო/ოდირმა ოპოზიცია დატუქსა”

მამუკა მდინარაძე: ” ეუთო/ოდირმა ოპოზიცია დატუქსა”

“ეუთო/ოდირმა დატუქსა ოპოზიცია და უთხრა, რომ ეს არ არის ის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე ეუთო-ოდირის დასკვნას.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციასთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში მმართველ გუნდს მოუწევს, რომ არჩევნები დღევანდელი მოქმედი საარჩევნო სისტემით ჩაატაროს.

“პირველივე ნაწილში ეუთო/ოდირმა დატუქსა ოპოზიცია და უთხრა, რომ ეუთო-ოდირი არ არის ის ადგილი, სადაც განსჯიან კონსტიტუციურობის საქმეს, ეს არის შიდა ეროვნული სასამართლოს ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივა. ჩვენ შეუთანხმებლობის შემთხვევაში უკვე გვიწევს ჩავატაროთ არჩევნები იმ სისტემით, რაც დღეს გვაქვს ანუ 77/73-ზე. ამიტომ ოპოზიციას ვურჩევ, რომ იფიქროს და გადაწყვეტილება მიიღოს რაციონალურად, მათსავე ინტერესებში ჯდება, რომ დათანხმდნენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ მოდელ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.