ნიკა გვარამია: მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა კონფორმისტი და ფულზე დახამებული ლაშა ტალახაძის

ნიკა გვარამია: მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა კონფორმისტი და ფულზე დახამებული ლაშა ტალახაძის

ნიკა გვარამიას პოსტი სოციალურ ქსელში, რომლითაც ის ზუკა ბერძენიშვილს უცხადებს მხარდაჭერას და ამბობს, რომ იბრძვის მისნაირების საქართველოსთვის და არა ლაშა ტალახაძის საქართველოსთვის.

“ზუკა ბერძენიშვილი არის პატრიოტი მაგარი კაცი. მის ასაკში ქვეყნისთვის ამდენი სიკეთის გაკეთება რომ გეღირსება, ნამდვილი ბედნიერებაა.

ლაშა ტალახაძე არის ფენომენალური სპორტსმენი და მას მხარს მხოლოდ იმიტომ ვუჭერ, რომ ქართული დროშის ქვეშ გამოდის ასპარეზობებზე. თუმცა, ქართული დროშის ქვეშ გამოსვლა და დიდი გამარჯვებები, ერის მოღალატეების და ქვეყანაში რუსეთის შემომყვანების გვერდში დგომის ინდულგენცია ნამდვილად არ არის.

მე არ ვიცი, რა ღირს ლაშა ტალახაძის მხარდამჭერობა, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ღირს, სხვაგვარად სალომე ზურაბიშვილს და თვალთხარიას არავინ უჭერს ამ ქვეყანაში მხარს და ვერც მასზე გავაკეთებთ ალოგიკურ დაშვებას. პატრიოტები კი ფულზე არ ყიდიან საკუთარ მხარდაჭერას, მით უფრო, როცა ქვეყნის ერთადერთი მტრის აგენტურის მხარდაჭერაზეა საუბარი – არც სპორტში, არც ხელოვნებაში, არც არსად.

ქვეყანას ნამდვილი და უანგარო, მებრძოლი პატრიოტები სჭირდება, რუსეთისგან თავის დასახსნელად, თორემ ლაშა ტალახაძე აღდგენილი სსრკ-ს სახელითაც ისე გამოვა და ახალ რეკორდებს ისე დაამყარებს, თვალს არ დაახამხამებს.

მე ზუკა ბერძენიშვილის საქართველოსთვის ვიბრძვი და არა კონფორმისტი და ფულზე დახამებული ლაშა ტალახაძის, რამდენი რეკორდიც არ უნდა დაამყაროს.”- წერს ნიკა გვარამია.

Katana . “ზუკა ბერძენიშვილი არის პატრიოტი მაგარი კაცი. მის ასაკში ქვეყნისთვის ამდენი სიკეთის გაკეთება რომ გეღირსება, ნამდვილი ბედნიერებაა."
?
და რა სიკეთეები გააკეთა ქვეყნისათვის ამ მადლმოსილმა, პატრიოტმა, მაგარმა კაცმა?
რატომ არაფერია ცნობილი მისი სიქველეების შესახებ უბრალო მოკვდავთათვის?
ოჰ, ნიკა გვარამია, რატომ ხართ ეს ნაცები ასეთი თავმდაბალი, საკუთარ დიად საქმეებზე სიტყვა რომ არ დაგცდებათ ხოლმე?..
ახლა, მრცხვენია ამის არიარება, მაგრამ მე ცოდვილმა მხოლოდ ერთი საგმირო საქმე ვიცი ამ სასიქადულო ახალგაზრდა მამულიშვილის, ზუკა ბერძენიშვილის მიერ ქმნილი: პარლამენტის წინ სასტვენით რომ დარბოდა!..
მერე, იქვე მიმავალ დეპუტატს, ემზარ კვიციანს, "მონა, მონას" ძახილით რომ ვაჟკაცურად აეტუზა წინ... ემზარმა კი, ხელიც არ იხმარა, მუცელი წაჰკრა მხოლოდ და ეს ნიკა გვარამიას რჩეული და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ ლაშა ტალახაძის სახელის დამჩრდილველი ზუკა ბერძენიშვილი ისე გაიშხლართა ძირს, მთელი ნაცმედია ერთბაშად აღნავლდა: - დეპუტატმა გალახა დემონსტრანტიო!..
(არადა, თითიც არ დაუკარებია, როგორც შენელებული კადრებიდან გამოჩნდა, ემა ტუხიაშვილის გადაცემაში).
ნიკა გვარამია, როგორც მახსოვს, სამგზის იყო "საქართველოს მოაზროვნე" თამაშში - "რა? სად? როდის?" და მაინცდამაინც აზროვნებაში რატომ დარხა ამ კაცს?
5 წლის უკან
Katana . P.S. "ერის მოღალატეებსა და ქვეყანაში რუსეთის შემომყვანებს" რომ ამ ხელისუფლებას ეძახის ყოფილი მთავარი პროკურორის მოადგილე, რომლის ხელისუფლებამაც რუსული ბაზებისაგან გაწმენდილ საქართველოში ეს ბაზები დააბრუნა, კოდორი და ახალგორი საკუთარი ნებით აჩუქა რუსებს, სამაჩაბლოში ქართული სოფლები ბულდოზერით გადაასწორებინა და ყველა სტრატეგიული ობიექტიც რუსეთს გადაულოცა, ამას უკვე მხოლოდ იმითი ვერ ახსნი კაცი, რომ აზროვნებაში დაერხა გვარამიას! ნამუსის ნატამალიც რომ აღარ შერჩა, იმის ნიშანია ეს!
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ნუთუ ქართველი ერის საგვარეულო ხეზე 21-ე საუკუნეში ამოვისდა ეს მყრალას კვირტი?! ნუთუ ამ ოფოფ-გუგულს ჩემს სიცოცხლეში საკადრისი პასუხი არ მიეგება?!
5 წლის უკან