გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის ტერიტორიაზე მდებარე ღვთაების მონასტერში მკვლელობა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა წუხელ ღამე მოხდა. მოკლულია ერთი ახალგაზრდა მამაკაცი. მას ჭრილობა ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
როგორც „პრაიმტაიმს" შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია გარდაცვლილი იყო თუ არა სასულიერო პირი.