ბექა ბერძენიშვილი:  ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები

ბექა ბერძენიშვილი: ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები. ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავიზე გქონდეს... მოძალადისთვის მიჩენილი ადგილი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ვიდრე თუნდაც ოლიმპიადაზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. თორე ეგრე სიმძიმე ჩემი მეზობელი კოსტას მხრებზე უნდა ნახო, მარა რა უნდა შესთავაზონ რო გახარიას ამოუდგეს გვერდში გაბადრული. კაშიას ერთი სუფთა ვარდნა რომ მირჩევნია ტალახაძის ყველა აქამდე დამყარებულ თუ აწი დასამყარებელ რეკორდს, მაგას მოგახსენებთ. და თუ ვინმე ვერ აცნობიერებს ამისთანას მაინც რას ვერჩი, იმ გულისამრევი ფოტოს (იმდენად, რომ არც ვაზიარებ) ქვეშ Natia Letodianiს მიერ დასმულ შეკითხვას გავიმეორებ:

კაია ორი თვალით ცხოვრება ბიჯებო?!.

ფუ

Maverick ეგ შენი კრედო ჯერ მამაშენს გააცანი, მერე ბიძაშენს, მათ “საგმირო” წარსულს დაკვირვებით გააყოლე თვალი და დასკვნას რომ გაგვაცნობ შემდეგ მოგვთხოვე ყველას შენი არჩევანისთვის მხარდაჭერა...
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli შეშლილი გაქვს ჩემო ბიძიკო საცნაური!!! სამწუხაროდ ალბათ ვეღარ გამოსწორდები! რავა შეგვარცხვინეთ ბერძენიშვილებმა გურულები?!
5 წლის უკან
ფირცხალა გუშინ მთელი დღეა სოცქსელებს ვათვალიერებდი, მინდოდა მენახა ვინმე თუ დაწერდა დადებითს.... მადლობა ღმერთს, ვერ ვნახე ! 1-2 ბოტ/ტროლის გარდა, რომლებსაც კომენტარის შინაარსზევე ეტყობოდათ არაადეკვატურობა!
5 წლის უკან