"ხალხის გაჭირვებაზე გამდიდრებული მევახშე" - მიხეილ სააკაშვილი მამუკა ხაზარაძეს უპირისპირდება

"ხალხის გაჭირვებაზე გამდიდრებული მევახშის დაქირავებული სპიკერი TV-ში აცხადებს რომ სააკაშვილის ადგილს ვერ ხედავს ქართულ პოლიტიკაში. მაგათ პოლიტიკა ბაბუის სკივრი გონიათ, სადაც ვინმე შეიძლება ვერ დაეტიოს. პოლიტიკა ეს ის ასპარეზია სადაც ხალხი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით და კონკრეტულ საქმეებზე დაფუძნებით“. – ამის შესახებ სოციალურ ქსელში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს და პოლიტიკური პარტია "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებემლ მამუკა ხაზარაძეს უპირისპირდება.

შეგახსენებთ, პარტია "ლელო საქართველოს" სპიკერმა ანა ნაცვლიშვილმა ტელეეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაშვი ვერ ხედავს.