ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
პროპორციული არჩევნები რომ ჩატარდეს, ძალიან დიდი ალბათობით, ვითარება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნებისას შექმნილს დაემსგავსება: "პირველი ტური" გამარჯვებულს ვერ გამოავლენს - ანუ პროპორციული არჩევნების შედეგად ვერც ერთი პოლიტიკური ბანაკი მთავრობას ვერ შექმნის და რიგგარეშე არჩევნების, ე.ი. "მეორე ტურის" ჩატარება გახდება საჭირო საპარლამენტო უმრავლესობის გამოსავლენად. ხოლო სანამ ეს უმრავლესობა არ გამოვლინდება, ქვეყნის მმართველობა ისევ "ოცნების" მთავრობისა იქნება.
დარწმუნებული ვარ, პროპორციული არჩევნების შემთხვევაშიც, "მეორე ტურს", ე.ი. რიგგარეშე არჩევნებს მაინც "ოცნება" მოიგებს!
ასე რომ, პროპორციული არჩევნები - მხოლოდ ტურბულენტობაა, ზედმეტი თავის ტკივილია, ხოლო საბოლოო შედეგი მაინც იგივე იქნება.
ესეც რომ არ იყოს, მთავარი არ უნდა დაგვავიწყდეს:
ცხადია, ნაცების მიზანი არც არასდროს ყოფილა, არც ახლა არის და არც ოდესმე იქნება ხელისუფლებაში ვინმესთან "კოალიციით" მოსვლა. მათი ზნე უცვლელია - დღესაც ზუსტად იგივეა, როგორც, მაგ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ იყო, როცა ჟვანია-სააკაშვილი - ბურჯანაძეს ტრიუმვირატი სულ რაღაც რამდენიმე თვეში დაიშალა! ახლაც დაახლოებით იგივე ელის ყველას, ვინც ნაცებთან კოალიციაში შევა. ოღონდ საკითხავია - ვის გაუყენებენ ნაცები ჟვანიას გზას დღევადელი "მოკავშირეებისგან" და ვის კიდევ "გააბურჯ-ჯღანებენ".
ხოლო ისეთ ოპორტუნისტებს, როგორებიც "ვარდების რევოლუციის" პირველ თვეებში მაშინდელი "რესპუბლიკელები" იყვნენ, ნაცები პირველივე შესაძლებლობისთანავე, დაუყოვნებლივ მოიცილებენ თავიდან და ზუსტად ისე მოექცევიან, როგორც მაშინ - არაფრად ჩააგდებენ. მოეპყრობიან, როგორც არარას, როგორც აბსოლუტურად ცარიელ ადგილს (და მართლებიც იქნებიან!).
თუ ვინმე "ჟვანიობას" დააპირებს, მის მოსაგუდად იუსუფოვსაც, კონსპირაციულ ბინასაც და გაფუჭებულ გაზის გამათბობელსაც ნაცები ისევ იოლად მოძებნიან... არც ისა მგონია, მაგ. ბოკერია უფრო წინდახედული იყოს, ვიდრე ჟვანია იყო...
რასაკვირველია, "ყველა ერთის წინააღმდეგ", "პროპორციული არჩევნები" და მერე "კოალიციური მთავრობაც" ნაცებისთვის მხოლოდ ამ ვითარებაში ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა და არავითარ შემთხვევაში - მიზანი. მიზანი კი იგივეა - ამ ქვეყანაში ისევ ბოროტების გაბატონება!
ცხადია, ახლა სხვა დროა და ეს მიზანი მიუღწევადია! მაგრამ ნაცები მაქსიმალურ ტურბულენტობას, რაც შეიძლება - მეტ განსაცდელს შექმნიან, ე.ი. ქართული სახელმწიფოს სტაბილურობის მოსაშლელად ყველაფერს გააკეთებენ, ცხოვრებას, რადმდენადაც შეძლებენ, იმდენად გაგვირთულებენ... თავიანთი პროპორციული არჩევნებიც ამისთვის მოიგონეს, როგორც მეტი არეულობის შექმნის მეთოდი და სხვა არც არაფერი!