"საცოდავი მეგრელი გლეხი კი ატირებული დატოვა..."

ფეისბუქმომხმარებელი დავით მარდალეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

არ ვიცი, უგულავამ რა მოიპარა და გაფლანგა, მაგრამ დღევანდელ დღესავით მახსოვს, სამეგრელოს გუბერნატორი რომ ბრძანდებოდა, ზედ ახალი წლის წინ, 31 დეკემბერს, როგორ მოუკლა, კამერების თვალწინ, რევოლვერით, საწყალ გლეხს, ალბათ, 100-კილოიანი ღორი, რომელიც ეზოდან ზუგდიდის ქუჩაში იყო გამოქცეული.

შემდეგ, ეს საქციელი, ჟურნალისტებთან, სიცილ-ხარხარით, მის მიერ მიღებული ბრძანებულებით გაამართლა, ზუგდიდის ქუჩებში შინაური პირუტყვის "სეირნობის" აკრძალვის შესახებ!

საცოდავი მეგრელი გლეხი კი ატირებული დატოვა...

კიდევ ვამბობ, არ ვიცი, რა მოიპარა და რამდენი, მაგრამ მარტო ამის გაკეთებისთვისაა ყვერებით ჩამოსაკიდებელი, ყველაზე მაღალ ჭადარზე...