კორონავირუსი იზოლირებულია! - იტალიელი მეცნიერების აღმოჩენა

კორონავირუსი იზოლირებულია! - იტალიელი მეცნიერების აღმოჩენა

იტალიის ჯანდაცვის მინისტრის რობერტო სპერანცას განცხადებით, ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის - Spallanzani-ის მეცნიერებმა საშიში, კორონავირუსის იზოლირება შეძლეს.

მინისტრის განმარტებით, ვირუსის იზოლირებით კორონავირუსის ვაქცინის შექმნა უფრო დაჩქარდება, რაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება. 

„ვირუსის იზოლირება ნიშნავს, რომ გვექნება კიდევ მრავალი შესაძლებლობა, შევისწავლოთ იგი და ვებრძოლოთ მის გავრცელებას. ხოლო ჩვენი ცოდნა დაუყოვნებლივ გავუზიაროთ საერთაშორისო თანამეგობრობას“ - განაცხადა სპერანცამ ჟურნალისტებთან.