საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შესახებ გაკეთებული სკანდალური განცხადებების გამო გარიცხეს, ამბობს, რომ ახალ პოლიტკურ მოძრაობას იწყებს და მესამე ძალას ქმნის. ამის შესახებ კუხიანიძემ გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„აი ამიტომ მოხდა ჩემი გარიყვა. მე დავუპირისპირდი ოცნების იმ ნაწილს, რომელსაც არ აწყობს, რომ საზოგადოებამ გააკონტროლოს ხელისუფლება…
რაკი „ქართულ ოცნებაში“ არ გამომივიდა ის, რისი გაკეთებაც მინდოდა, აიღეს და ცოცხლად დამმარხეს. დანარჩენი ახლა უნდა გავაკეთო, მესამე ძალა, თუ რაც გინდათ დაარქვით, ხალხი ვისთვისაც მიუღებელია ნაცებიც და ოცნების ის ნაწილიც, ვინც მოახდინა კონტრევოლუცია და გადაეწყვნენ ნაცებთან“, – ამბობს ერეკლე კუხიანიძე.
მისივე თქმით, მესამე ძალის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაუწყია.