როგორია განახლებული აბასთუმნის ობსერვატორია, რომელზეც 4.5 მლნ დაიხარჯა - ფოტო

როგორია განახლებული აბასთუმნის ობსერვატორია, რომელზეც 4.5 მლნ დაიხარჯა - ფოტო

კურორტ აბასთუმანში ობსერვატორიის მშენებლობაზე 4.5 მლნ ლარი დაიხარჯა, - ამის შესახებ BM.GE-ის მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაცია დასრულდა.

„ობსერვატორია დამატებით ფუნქციას შეიძენს, მასში განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

კეთილმოეწყო ობსერვატორიის მიმდებარე ტერიტორია“, - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს.

Aburjga Tasmanieli არ გვინდა არც ობსერვატორია, არც ქუთაისის უნივერსიტეტი, არც ადრონული თრაპიის ცენტრი, ....არც არაფერი გვინდა! რად გვინდა რამე როცა ძია სემს არ ვუყვარვართ, ევროპის სახალხო პარტიასაც, აქ კიდევ ნაცებს და ევრონაცებსაც ჭირივით ვეზარებით ქართველები, საერთოდ საქართველო?!
5 წლის უკან