ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ თუ ვაშინგტონში ვიზიტებს ქმედითუნარიანი ნაბიჯები არ მოჰყვება, ხელისუფლება დასავლეთში დემოკრატიულ მხარდაჭერას დაკარგავს და მათ მხოლოდ რუსეთი დარჩებათ.
„არავითარი აზრი არ აქვს, ვინ ჩავა ვაშინგტონში და რას ეტყვის ამერიკელებს. როგორც ჩანს, ამერიკელებმა დაკარგეს ამ მთავრობის მიმართ ნდობა. ამიტომ, თუ არ მოჰყვება ამ ვიზიტებს და ამერიკელების მიმართ დამამშვიდებელ სიტყვებს რეალური საქმე, საქართველოს ხელისუფლება დაკარგავს მხარდაჭერას დასავლეთში. ეს ნიშნავს მარტო ერთ რაღაცას - მათ დარჩებათ მხოლოდ და მხოლოდ რუსეთი“,-აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.
შეგახსნებთ, აშშ-ში ვიზიტს გეგმავენ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.