ჩინეთის მთავრობა ამერიკის შეერთებულ შტატებს კორონავირუსის გამო, პანიკის გავრცელებისთვის აკრიტიკებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის ჰუა ჩუნინგის თქმით, აშშ-ს ქმედებებმა შეიძლება მხოლოდ შიშის დათესვა და გავრცელება გამოიწვიოს.
„ჩვენ გვესმის და პატივს ვცემთ, რომ ზოგიერთი ქვეყანა აწესებს კარანტინს ქვეყანაში შემსვლელებზე, მაგრამ ამავდროულად ზოგიერთ ქვეყანაში, კერძოდ, აშშ-ში მათ არაადეკვატურად მწვავე რეაქცია აქვთ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევის საწინააღმდეგოდ ხდება“, - განაცხადა ჰუა ჩუნინგმა.
ჩინეთმა კრიტიკა მას შემდეგ გამოთქვა, რაც შეერთებულმა შტატებმა პარასკევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოაცხადა და ქვეყანაში იმ პირებს აუკრძალა შესვლა, რომლების ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ.
ჩინეთში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა 17 ათასზე მეტია.