კახა კალაძე: ამერიკელებისთვის სათქმელი ძალიან ბევრია იმ არასწორ და უზუსტო ინფორმაციებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ წერილებში ვნახულობდით

კახა კალაძე: ამერიკელებისთვის სათქმელი ძალიან ბევრია იმ არასწორ და უზუსტო ინფორმაციებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ წერილებში ვნახულობდით

ამერიკელებისთვის სათქმელი ძალიან ბევრია იმ არასწორ და უზუსტო ინფორმაციებთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ წერილებში ვნახულობდით, - ამის შესახებ თბილისის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა დირექტორმა კახა კალაძემ მმართველი გუნდის წარმომადგენლების ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამერიკელებს „სწორ და რეალურ ინფორმაციებს მიწოდებენ“.

„სათქმელი ძალიან ბევრია, იმ არასწორ და უზუსტო ინფორმაციებს, რასაც ჩვენ წერილებში ვნახულობდით და რომლებიც ქვეყნდებოდა. შესაბამისად, კონგრესმენებთან, სენატორებთან კომუნიკაცია, ურთიერთობა და დამატებითი ინფორმაცია ცალმხრივად რომ არ იყოს მიწოდებული, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება სწორი და რეალური ინფორმაციის მიწოდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.