რუსეთმა შესაძლოა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია განახორციელოს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

რუსეთმა შესაძლოა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია განახორციელოს, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის თქმით, რუსულმა მხარემ შესაძლოა იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაცია მოახდინოს, რომლებიც ახალი კორონავირუსით არიან დაინფიცირებული. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ახლა ახალი კორონავირუსი დაემატა განსაკუთრებით საშიში დაავადებების სიას. ეს შესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ უცხო ქვეყნის დაავადებული მოქალაქეების დეპორტაცია, ასევე მივიღოთ სპეციალური შემზღუდველი ზომები, როგორიცაა იზოლაცია და კარანტინი“, - განაცხადა მიშუსტინმა.

ცნობისთვის, 31 იანვარს, რუსეთის პრემიერის მოადგილემ, ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.