პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიკეტირება - როგორია ოპოზიციის გეგმა

პარლამენტის, მთავრობისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიკეტირება - როგორია ოპოზიციის გეგმა

"ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები ხვალიდან განახლდება" - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განუცხადა.

დეპუტატის განმარტებით, იგეგმება, როგორც პარლამენტის შენობის პიკეტირება, ასევე მთავრობისა და პრეზიდენტის შენობების, აქციები ასევე გადაინაცვლებს რეგიონებშიც.

"აქციები იქნება მანამდე, სანამ შედეგი არ იქნება მიღწეული. შედეგია, დემოკრატიული საარჩევნო სისტემის ფორმირება. თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, პროტესტები იქნება მანამ, სანამ "ქართული ოცნება" არ ჩამოიშლება. ან გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, ან "ქართული ოცნება" ვერ გაუძლებს საგარეო და საშინაო ზეწოლას. მისი მომავალი, ხალხის ნებით იქნება განსაზღვრული, "ქართული ოცნება" ხელისუფლებიდან წავა. როცა საჭიროება იქნება, პარლამენტის ტრიბუნას გამოვიყენებთ, რათა უმრავლესობას კომფორტულ ვითარებაში ყოფნის საშუალება არ მივცეთ", - განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება" ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს.მმართველ გუნდში აცხადებენ რომ ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრისას მათ კონკრეტული ინიციატივა დააყენეს, რაც გულისხმობს მაჟორიტარული მანდატების 50-მდე შემცირებას. თუმცა მმართველი გუნდის შეთავაზებით უკმაყოფილოა ოპოზიცია.

ოპოზიცია ხელისუფლების შეთავაზებას არ ეთანხმება და საპროტესტო აქციების გაგრძელებას ოთხ თებერვალს, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად გეგმავს. მათ აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერიას უკვე მიმართეს.

თამაზი ქლიავო კაცო, როცა უმრავლესობაში იყავიტ ნაცხროვა,მაშინ რატომ არ მიიღეთ დემოკრატიული საარჩევნო კანონი?
5 წლის უკან
Maverick თამაზი, უკაცრავად! მაშინ მაგენი ნატა ფერაძესი არ იყოს ერთამანეთში ტყნ>>>ობდნენ და არ ეცალათ...
5 წლის უკან