კორეელი ბავშვი: საქართველოს პრეზიდენტი უნდა გავხდე და აფხაზეთი და ოსეთი დავაბრუნო 

კორეელი ბავშვი: საქართველოს პრეზიდენტი უნდა გავხდე და აფხაზეთი და ოსეთი დავაბრუნო 

კორეელი დაელ ჰეო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მშობლებთან ერთად საქართველოში ჩამივიდა, რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში სწავლობს.

„საქართველო ჩემთვის ძალიან ლამაზი და კარგი ქვეყანაა. თავიდან მინდა ანიმატორობა, მერე მოდის დიზაინერი, რომელიც ტანსაცმელს კერავს და არ ვიცი მოდელი გამოვიდე თუ არა, და სულ ბოლოს საქართველოს პრეზიდენტი.

როგორც სალომეა საქართველოს პრეზიდენტი, მეც უნდა გავხდე საქართველოს პრეზიდენტი და ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში დავაბრუნო.

რუსეთმა ხომ წაგვართავა აფხაზეთი და ოსეთი და ეს უნდა დავაბრუნო" - განაცხადა დაელ ჰეომ ტელეკომპანია „იმედის" გადაცემა „დღის შოუში".

Katana . ოოჰ, ახლა კიდევ ამას ელოდე, როდის გაიზრდება და როდის მოიცლის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად!.. :)
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ჩემო ლამაზო, მშვენიერო... ღმერთმა გაგაზარდოს, ღმერთმა დაგლოცოს ასე ხალასი და ასე კარგი, გაგიმარჯოს! შენი ქართველი ბაბუ!
5 წლის უკან