სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც წარმოშობით კორეიდანაა და ახლა საქართველოში ცხოვრობს ემოციურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე მას დისკრიმინაციული ტექსტებით მიმართეს.
„გამარჯობა მე კორეელი ვარ. 4 თვეა რაც საქართველოში ვცხოვრობ. კორონა ვირუსი ბოლო პერიოდის პრობლემაა. როდესაც დღეს ერთ-ერთი ქუჩა გადავკვეთე ქალმა კორონავირუსის და ჩინელის ძახილი დამიწყო. მე არ ვარ ჩინელი ან ვირუსი. ძალიან გულნატკენი და მოწყენილი ვარ“ - წერს ჯენა.