47-წლიანი კავშირის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა

47-წლიანი კავშირის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა

47-წლიანი კავშირის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დატოვა.  31 იანვარს, ადგილობრივი დროით 23:00 საათზე ქვეყანა ოფიციალურად გავიდა გაერთიანებიდან და უკვე დღეიდან 11-თვიანია გარდამავალი  პერიოდი დაიწყო, რომლის განმავლობაში დიდი ბრიტანეთი დაემორჩილება ევროკავშირის წესებს, თუმცა აღარ იქნება წარმოდგენილი ორგანიზაციის ინსტიტუტებში.

შეგახსენებთ, ევროკავშირი ეკონომიკური და პოლიტიკურ გაერთიანებაა, რომელიც ამჟამად 27 სახელმწიფოს აერთიანებს. ის ნებისმიერ წევრ ქვეყანას შორის თავისუფალ მიმოსვლას, მუშაობას და ვაჭრობას გულისხმობს.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 1973 წელს შეუერთდა (მაშინ გაერთიანებას "ევროპული ეკონომიკური კავშირი" ერქვა).

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის დატოვების შემდეგ გახდა ის პირველი წევრი ქვეყანა, რომელიც არსებობის განმავლობაში გაერთიანებიდან გავიდა.

2016 წლის 23 ივნისს გაერთიანებულ სამეფოში რეფერენდუმი ჩატარდა. მოსახლეობას უნდა გადაეწყვიტა ევროკავშირში დარჩენის ან მისი დატოვების საკითხი.

 გაერთიანების დატოვებას მხარი რეფერენდუმში მონაწილეთა 52%-მა დაუჭირა, მასში დარჩენას - 48%-მა. სულ 30 მილიონი ამომრჩევლიდან ბრექსითის მომხრე 17.4 მილიონი აღმოჩნდა.