ამირან სალუქვაძე: გუშინ PACE-ს ვიცე-სპიკერად პეტრე ტოლსტოი დაამტკიცეს. ეს ისე. მოკითხვა PACE-ს.

ამირან სალუქვაძე: გუშინ PACE-ს ვიცე-სპიკერად პეტრე ტოლსტოი დაამტკიცეს. ეს ისე. მოკითხვა PACE-ს.

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

  1. აშშ-ს ელჩი უკვე ჩამობრძანდა 1 საათის წინ, რაც მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
  2. ძალიან საცოდავად გამოიყურებით სპეცოპერაციის თემასთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, მ.შ. დეპუტატს, ჟურნალისტს და სხვებს, ელემენტარული საკითხები უბრალოდ ან არ ესმით, ან გაგება არ სურთ. ამდენი სპეკულაცია, ფაქტების ამდენი დამახინჯება უკვე მართლა უქმნის საფრთხეს არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას, არამედ საზოგადოებას. რაღაც ელემენტარულ წესებსა და ღირებუკებებზე ჩამოყალიბდით.
  3. გამოგრჩათ. გუშინ PACE-ს ვიცე-სპიკერად პეტრე ტოლსტოი დაამტკიცეს. ეს ისე. მოკითხვა PACE-ს.
  4. ლავროვის ჩამოსვლას ნუ შეხედავთ მარტივად. ტელეეკრანებთან ნუ გვესაუბრებით ამ საკითხზე და ოკუპაციის შესახებ კანონს ნუ იშველიებთ. წინა მთავრობის დაწერილია ეს კანონი და მსგავსი სიტუაციებისთვის მთავრობას აქვს კანონიერი უფლება გააკეთოს ან არ გააკეთოს გამონაკლისი. ამიტომ ქართული ოცნება, ენმ და ევროსაქსრთველო სტრასბურგში სტრასბურგში შეთანხმდით ევროსაბჭოს ლიდერებთან ვატარებთ თუ არ ვატარებთ და თუ ვატარებთ, ვიღებთ რუსეთის დელეგაციას თუ არ ვიღებთ? თუ ვიღებთ, მაშინ ძირითადი პოლიტუკური ძალები შეთანმხდით, რომ ქვეყანაში მაგ დროს შეწყდება საპროტესტო აქციები და საერთაშორისო ღონისძიების, მ.შ. ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციის უსაფრთხიებას ვუზრუნველყოფთ, რადგან ინციდენტები პირდაპირ კავშირში იქნება სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან. ერთხელ მაინც გამოდით ვიწროპოლიტიკური ინტერესებიდან და საკითხს სახელმწიფოებრივად მიუდექით. შეგახსენებთ წინა ხელისუფლების მცდელობებს ომის შემდეგ როგორ ეძებდნენ რუსეთთან კონტაქტებს ნებისმიერი გზით, ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ ფორმატში. ჰოდა, თუ ძირითადი პარტიები გადაწყვეტთ ლავროვის მიღებას, მიიყვანეთ ლავროვი ევროპელებთან ერთად იქ, "სადაც შობილა და გაზრდილა", მიიყვანეთ წეროვანის, გორის ლტოლვილთა მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში, მიიყვანეთ საოკუპაციო ზოლთან, როგორ ყოფენ მავთულხლართებით ნათესავებს, ართმევენ სასაფლაოებს, სალოცავებს...
  5. სენატორების წერილებს ნუ ეხუმრებით. დღეს კიდევ ერთი დაემატა. ამაზე უკვე ვისაუბრე ინტერვიუში. დევს ჩემს ველზე. ისე, ოცნებამაც დაიქირავეთ პარტიული სახსრებით ამერიკული ლობისტური კომპანია. ოღონდ საქართველოს წინააღმდეგ არ მიაღებინოთ სანქციები.
trampi ეგ ტოლსტოი უპიდარასტესი ადამიანია......თანაც ძალიან ძალიან

კი მაგრამ ნაცები(და მაგათი პატრონები) სად არიან?? ჩვენთან რომ დიდი გული აქვთ ეგ ჩათლახი იქ თავჯდომარედ რატომ დააანიშნინეს??
4 წლის უკან