ბათუმში ორ ჩინელ მოგზაურს 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდა

ბათუმში ორ ჩინელ მოგზაურს 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდა

ბათუმში, ორ ჩინელ მოგზაურს ექიმები აკვირდებიან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინელ ტურისტებს 37 გრადუსი ტემპერატურა დაუფიქსირდათ, თუმცა მათ მწვავე რესპირაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი ან საეჭვო კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდათ. ამირან გამყრელიძის თქმით, ამიტომ მედიკოსებმა პრევენციისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული კვლევა ჩატარებულიყო.

გამყრელიძის თქმით, მოგზაურები არა ჰუბეის პროვინციიდან, არამედ იმ რეგიონიდან, არიან, რომელიც ახლოს მდებარეობს ვირუსის გავრცელების ეპიცენტრთან.

„გუშინ  ჩვენმა საგანგებო დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოინახულეს პაციენტები, დღეს დილით ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება ყველა ტიპის კორონავირუსზე, სხვა რესპირატორულ ვირუსებზე, მაგრამ კლინიკურად გამოხატული არაფერია“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.