ერეკლე კუხიანიძე ლევან ხაბეიშვილს: ჩემგან არ ეკუთვნით ამათ დაცვა, მაგრამ შე უსინდისო არსებავ... 

ერეკლე კუხიანიძე ლევან ხაბეიშვილს: ჩემგან არ ეკუთვნით ამათ დაცვა, მაგრამ შე უსინდისო არსებავ... 

უმრავლესობის ყოფილი წევრი და საკრებულოს დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტს პირად „ფეისბუქ“ გვერდზე ეხმაურება. პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემგან კი არ ეკუთვნით ამათ დაცვა, მაგრამ....

შე უსინდისო არსებავ, რომ მოთქვამ - ''ხელი დამარტყესო''! - ორი წუთის შემდეგ კი შენ თვითონ რომ ურტყამ სახეში ხელს დეპუტატს, რომელსაც თითიც კი არ დაუკარებია შენთვის, იმ მოტივით -''შენც ხომ გინდოდა ჩემთვის დაგერტყაო!'' - ხომ ხარ მინიმუმ იდიოტი ამის შემდეგ?!“, - წერს ერეკლე კუხიანიძე.

ცნობისთვის, 24 იანვარს, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატებსა და ნაციონალური მოძრაობის წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა და მასში დეპუტატები ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე მონაწილეობდნენ.