საკუთარ რეიტინგს ზიანს თავად აყენებენ - ხუნდაძე “NDI“-“IRI“-ის წარმომადგენლებს მიმართავს

საკუთარ რეიტინგს ზიანს თავად აყენებენ - ხუნდაძე “NDI“-“IRI“-ის წარმომადგენლებს მიმართავს

“ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე “2020NEWS”-თან “NDI”-სა და “IRI“-ს წარმომადგენლებს მოუწოდებს, საკუთარ თავზე მეტი იმუშაონ, რათა საქართველოში ნაკლები კრიტიკა დაიმსახურონ.

როგორც დეპუტატი სააგენტოსთან საუბარში აღნიშნავს, მისთვის ამ ორგანიზაციების მიერ  საქართველოში ჩატარებული კვლევის შედეგები მიუღებელია. 

“ამ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში არ უნდა აიკრძალოს, მაგრამ მათი საქმიანობა ობიეტურობასთან ახლოს უნდა იყოს. მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ობიექტურ რეალობას აბსოლუტურად სცდება.  საკუთარ რეიტინგს ზიანს თავად აყენებენ. სჯობს, იმუშაონ, რათა მათ მიმართ სანდოობა მაღალი იყოს“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ “პატრიოტთა ალიანსმა" აქცია გამართა და  საქართველოში “NDI” -სა და “IRI“-ს საქმიანობის აკრძალვა მოითხოვა.