საქართველოს ელჩი ჩინეთში: „ქალაქ ვუხანში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“

საქართველოს ელჩი ჩინეთში: „ქალაქ ვუხანში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“

„ამ წუთის მდგომარეობით თითოეული მათგანი ჯანმრთელად არის”,-ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ კორონავირუსის ეპიცენტრში ქალაქ ვუხანში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, საელჩო თავის მოქალაქეებთან მუდმივ კონტაქტზეა.

„გვიკავშირდებიან პერმანენტულად ჩვენი თანამოქალაქეები. მაქსიმალურად ვფლობდეთ ინფორმაციას, რომ ვიცოდეთ მათი მდგომარეობის შესახებ. საბედნიეროდ, ამ წუთის მდგომარეობით თითოეული მათგანი ჯანმრთელად არის. უხანში ჩვენი თანამოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ. ცხადია, მათთან მუდმივ კონტაქტზე ვართ. ჩვენს თანამოქალაქეებს შორის პანიკა არ არის. იმის აუცილებლობა, რომ მათ დღეს, ამ წუთას, დატოვონ ქალაქი, არ არის. თუ ამის აუცილებლობა დადგება, მაშინ შესაბამის ზომებს მივიღებთ”,– განუცხადა ელჩმა “იმედს”.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს 80 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა