აფხაზეთი ენერგეტიკული კოლაფსის ზღვარზეა

აფხაზეთი ენერგეტიკული კოლაფსის ზღვარზეა

ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა ენეგრეტიკული კოლაფისის წინაშეა. მოსახლოებას ელექტროენეგრია გრაფიკით მეწოდება, ამ დრომდე ელექტროენერგიის მიწოდება დღეში 2 საათით წყდებოდა, 27 იანვრიდან კი ელექტროენეგიის მიწოდება 4 საათით შეწყდება. დე ფაქტო ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რეალურად დენის გათიშვა შესაძლოა უფრო ხანგრძლივადაც მოხდეს და მოსახლეობას მოუწოდებენ ელექტროენერგია მაქსიმალურად მომჭირდენ მოიხმაონ.

მიზეზი ენგურის წყალსაცავზე წყლის დონის კრიტიკული ვარდნაა. ერთ-ერთი ალტერნატივა არის ელექტროენეგრიის დროებით რუსეთიდან შემოტანა, თუმცა სოხუმის რეჟიმმა შეთანხმებას რუსეთთან ამ დრომდე ვერ მიაღწია.

აფხაზური კომპანია „ჩერნომორენეგოს" ინფორმაციით, დეფიციტის საშიშროება არსებობს და აფხაზეთის ე.წ. მთავრობას იმედი აქვს, რომ ელექტროენერგიის მიღებას დროებით „სტრატეგიული პარტნიორი" რუსეთიდან შეძლებს, თუმცა რამდენად მოგვარდება ეს საკითხი, ჯერ-ჯერობით პასუხი არ აქვთ.

„სიტუაცია ჯვრის წყალსაცავში მძიმე რჩება. ამ დროისთვის წყლის დონე შეადგენს 444,78 მეტრს და დღე-ღამეში საშუალოდ 1 მეტრით კლებულობს. როდესაც ზყლის დონე 420 მეტრამდე დაიწევს, ენგურჰესი დღე-ღამეში მხოლოდ 2-3 საათით შეძლებს მუშაობას და სიტუაცია უფრო დამძიმდება.

„რუსი სპეციალისტები უკვე იმყოფებოდნენ ენგურჰესზე. მოხდა წყლის დონის განსაზღვრა და მომზადდა მასალები, რომელიც უკვე გადაეცა რუსეთის ენერგეტიკის სამინსიტროს, რათა უახლეოს პერიოდში მოხდეს პრობლემის გადაჭრა", - აცხადებენ კომპანია „ჩერნომორენერგოში".

ამ სიტუაციით უკმაყოფილოა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა, რომლებიც აცხადებენ, რომ 2 საათით ელექტრენერგიის შეზღუდვა ისედაც მძიმედ აისახებოდა მოსახლეობის ყოფაზე, შეფერხებული იყო სამუშაო პროცესი, სკოლებში და საბავშვო ბაღებში უკიდურესად ცივა. 4 საათით ელექტროენერგიის შეწყვეტა კიდევ უფრო გაუსაძლის პირობებში ჩააგდებს მოსახლეობას.

ენგურის ჰიდროელექტროსადგური კავკასიის რეგიონში ყველაზე უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ყოველწდიურად 4,2 მილიონ კილოვატ საათს გამოიმუშავებს. კონფლიტის შემდეგ მხარებს შორის შორის გაფორმდა ხელშეკრულება ელექტროენერგიის განაწილების თაობაზე, 40%-ს იღებს ოკუპირებული აფხაზეთი, 60%-ს საქართველო. ზამთრის პერიოჟში კი ენგურჰესის მიერ გამომუშვებული ელექტროენერგია მთლიანად აფხაზეთს მიეწოდება.

 

david ენგურჰესი მხოლოდ აფხაზებისთვის მუშაობს. ისინი ფულს არ იხდიან 1993 წლიდან მოყოლებული და ქართველები ვაწვდით მათ უფასოდ ენგურჰესის გამომუშავებულ 100 პროცენტს. რასაც ენგურჰესი ვერ გაწვდება, რუსეთიდან ვყიდულობთ საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე და უფასოდ ვაწვდით იმასაც აფსუებს. ისინი კიდე დედმამის სულს გვიტრიალებენ და გალის რაიონი რეზერვაციად უნდათ გადააკეთონ .
4 წლის უკან