თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრე 5,1 მაგნიტუდას აღწევდა. ჯერ-ჯერობით დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თურქეთში 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოყვა.