ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, აღმაშენებლის N71-ში წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არმაზი“ ასრულებს და მისი ბიუჯეტი 30 214 ლარია.