კახა კალაძის გამოხმაურება ლევან ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით

კახა კალაძის გამოხმაურება ლევან ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით

თბილისის მერი კახა კალაძემ, საკრებულოს დეპუტატ ლევან ხაბეიშვილის ცემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა “მაესტრო”-ს ეთერში:

„მინდა, ყველას ვთხოვო, ყველას მოვუწოდო ჩემს თანაგუნდელებს: წელს არის საარჩევნო წელი და ასეთი პროვოკაციები ძალიან ბევრი იქნება, ყველას მინდა თავშეკავება ვთხოვო, იმიტომ, რომ ამ პოლიტიკურ პარტიას არანაირი რესურსი არ აქვს ხალხის თანადგომის, ხალხის მხარდაჭერის და ერთადერთი, რასაც ისინი ცდილობენ და ყოველ შემთხვევაში ახერხებენ, ეს არის დესტრუქციული ქმედებები, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო ჩემს თანაგუნდელებს, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი, როდესაც იქნება ასეთი პროვოკაციები. საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ძალიან კარგად აფასებს და საზოგადოება მიიღებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას და გააკეთებს სწორ არჩევანს“, – განაცხადა კახა კალაძემ.