საგარეო უწყების ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

საგარეო უწყების ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

 

ამ დროის მონაცემებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ცნობისთვის, თურქეთში, მიწისძვრის შედეგად ბოლო მონაცემებით 20 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რიცხვი კი 1015-ს აღწევს. 24 იანვარს, აღმოსავლეთ თურქეთში, ადგილობრივი დროით, 20:55 საათზე, ქალაქ სივრიჯის მახლობლად, ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, რომლის მაგნიტუდამ 6.8 შეადგინა. მისი ეპიცენტრი 7 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.