რატომ ქმნის ე.წ. „მთავარი არხი

რატომ ქმნის ე.წ. „მთავარი არხი" სკანდალს იქ, სადაც პროგრესია (video)

რატომ შემოღობა თბილისის მერიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და რატომ ქმნის ე.წ. „მთავარი არხი" სკანდალს იქ, სადაც პროგრესია - POSTV - მედია რენტგენის ობიექტივში ამჯერად „მთავარი არხის" მიერ ამ თემაზე გაკეტებული რეპორტაჟები მოხვდა.

„რატომ შეიძლებოდა დაეყენებინათ მსგავსი კონსტრუქცია? სიმართლე გითხრათ, ჩვენც ვერ მოვიფიქრეთ პასუხი, მაგრამ არც ემოციებს ავყევით, არც ქუჩას გავეშურეთ ამ ყოველივეს გასაპროტესტებლად და არც მაკნინებელი რეპორტაჟები გადავიღეთ. ძალიან მარტივად დავუკავშირდით ქალაქ თბილისის მერიის პრეს-სამსახურს და ვთხოვეთ, გაგვცენ კომპეტენტური, ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, თუ რატომ განთავსდა რუსთაველის გამზირზე,  პარლამენტის შენობის წინ რკინის კონსტრუქციები.

საკმაოდ ამომწურავი პასუხი მივიღეთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე.  აღნიშნული დოკუმენტი ინტერნეტშიც იძებნება და იგი მართლაც 2019 წლის 18 მარტით არის დათარიღებული. ტენდერი რუსთაველის გამზირის 8 ნომერში მდებარე პარლამენტის შენობის წინ, მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოებს ითვალისწინებდა. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული იქნა შპს. „მ-პროექტი".  ასევე ცნობილია, რომ ხელშეკრულების თანახმად პროექტირების ეტაპი დასრულდა ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში და ქალაქ თბილისის მერიამ 2019 წლის ივნისში საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაც ჩაიბარა.

დავუშვათ, დოკუმენტებიც, ნაციონალების თქმის არ იყოს გააყალბეს და კომენტარიც ცრუ მოგვცეს. ჩვენი ჟურნალისტი რუსთაველზე მივიდა და ბარიკადებს მიღმა არსებულ ვითარებას გაეცნო.

ალბათ უკეთესია ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების მომლოდინე მედიასაშუალებებმა ვითარების ესკალაციის მაგივრად, მით უფრო, როდესაც შვილმკვდარ მამას და მის პროტესტს ეხება საქმე, ჯერ კომპეტენტურ ორგანოს მიმართოს კითხვით და შემდეგ ატეხოს სენსაცია იმისგან, რისგანაც არ არის ასატეხი. თუმცა, ალბათ ლოგიკურია, რომ თუ კი ხსენებული ტელევიზია კითხვებით კომპეტენტურ პირებსა და უწყებებს მიმართავენ, იქ ამომწურავ პასუხს მიიღებენ. შესაბამისად, სენსაციაც ნაცარში ჩაუვარდებათ და სკანდალიც, ვითარების დამძიმებასაც ვერ შეძლებენ და გამუქებასაც და ალბათ დაიხურებიან. ეგ არ აწყობთ ბუნებრივია და  ხან მიცვალებულებზე ტყუიან, ხან გაბუნიას აკითხებენ მწვავე-მწვავე მონოლოგებს, ხან გვარამია შეიგინება რეიტინგისთვის და ხანაც უბრალოდ არ გადაამოწმებენ ინფორმაციას, ავიაციის თემაზე რეპორტაჟში ჩაწერენ მევიოლინესა და კონდიტერს და ამ ყველაფერს მაყურებელს დამაჯერებელი ტონით მოუყვებიან" - ამბობს გადაცემის ავტორი და წამყვანი ლიზა გეგეჭკორი.