„ფრონტერას“ თანამშრომლები აქციას მართავენ – ისინი კომპანიისგან სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ

„ფრონტერას“ თანამშრომლები აქციას მართავენ – ისინი კომპანიისგან სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ

 

ნავთობმომპოვებელი კომპანიის ,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“ თანამშრომლები სახელფასო დავალიანების დაფარვას ითხოვენ. ამ მიზეზით 100-მდე ადამიანი დედოფლისწყაროში შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა ჭიშკართან ცოცხალი ჭაჭვი შეკრეს. ამბობენ, რომ ვიდრე დავალიანებები არ ჩაირიცხება, კომპანიას დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვების და სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.

ადგილობრივები ამერიკელი კონრესმენის მარკუეინ მალენის წერილსაც გამოეხმაურნენ და მას პოლიტიკური უწოდეს. შეკრებილების თქმით, აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ფრონტერას“ გენერალურმა დირექტორმა, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება, შესაძლოა შეცდომაში შეიყვანა კონგრესმენი მალინი.

„ჩვენი გენერალური დირექტორი ამერიკაში იმყოფება და კონგრესმენ მალინს არასწორ ინფორმაციას ავრცელებინებს „ფრონტერას“ შესახებ. თითქოს, საქართველოს ხელისუფლება ხელს უშლის ამერიკულ კომპანიების საქართველოში საქმიანობას, რაც არის დიდი სიცრუე და ტყუილი. პირიქით, ხელისუფლება მაქსიმალურად გვეხმარება. სათავე აქედან იწყება, აკეთებენ ისე, რომ პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ, რაც ჩვენთვის სრულად მიუღებელია. ვიღაცას სურს, ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენოს. ჩამოვიდნენ აქ და სიტუაციაში ადგილზე გაერკვნენ“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

კომპანიის მენეჯერის გიორგი ჯანიაშვილის ინფორმაციით, „ფრონტერას“ ხელმძღვანელობა მოიძიებს თანხებს და დავალიანებებს სრულად აანაზღაურებს.

აქციის მონაწილეებს დედოფლისწყაროს მერი შეხვდა. ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, „ფრონტერას“ წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული და იმედოვნებს, რომ პროცესი დასაქმებულების სასარგებლოდ დასრულდება.

კომპანია „ფრონტერას“, 84 თანამშრომლის,  11-თვიანი, ჯამში  მილიონ ლარამდე დავალიანება აქვს. თანამშრომლებმა კომპანია „ფრონტერას“ სასმართლოში ერთი თვის წინ უჩივლეს.

რესპუბლიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალინი გიორგი გახარიასადმი 19 იანვარს გაგზავნილ წერილში „საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკის გაუარესებით“ შეშფოთებულია. მისი შეფასებით, ამერიკული და ევროპული ბიზნესინტერესები საქართველოში შევიწროებისა და თავდასხმის საგანს წარმოადგენდა – მაგალითად ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან.

Aburjga Tasmanieli რჩევაა ხელისუფლებას - სტრატეგიული მოკავშირის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საწარმოს ხელმძღვანელობას სასწრაფოდ დაეხმარეთ, თქვენ ბიუჯეტიდან უნდა დაუფაროთ ეს დავალიანება ფრონტერას თანამშრომლებს. რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს უნდა გააკეთოთ, თუნდაც აშშ-საგან ახალი ვალის აღება დაგჭირდეთ! მთავარია კონგრესმენებს აამოთ! დანარჩენი ყველაფერი ჭირსაც წაუღია! )))
5 წლის უკან