დამატებით თუ საჭიროა, გვექნება კომუნიკაცია ნინო ლომჯარიასთან – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მმართველ გუნდს ნინო ლომჯარიასთან კომუნიკაცია ექნება.
„ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სახალხო დამცველი შევიდა პენიტენციურ დაწესებულებაში და რომელიმე პატიმარი მოინახულა, მედიისთვის გახდა ცნობილი და სწორედ მედიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში, სახალხო დამცველის მოხსენებების და რეკომენდაციის გაზიარების თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ჩვენ ვიზიარებთ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა იყოს შეუფერხებელი. ამიტომ დამატებით თუ საჭიროა, გვექნება კომუნიკაცია ნინო ლომჯარიასთან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარია მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა და ის მერაბიშვილსა და ოქრუაშვილს შეხვდა.