1 საათის წინ ცხენისწყლის დინებამ 3 ახალგაზრდა ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია - რა მოხდა ცაგერში?

1 საათის წინ ცხენისწყლის დინებამ 3 ახალგაზრდა ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია - რა მოხდა ცაგერში?

ცაგერში, სოფელ ჩხუტელში ავტომობილი ცხენისწყლის არხში გადავარდა. მაშველები ამ დრომდე სამ ახალგაზრდას ეძებენ. შემთხვევა დაახლოებით, ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადები. როგორც ამბობენ, დინებამ ახალგაზრდები ხელოვნურ გვირაბში ჩაითრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა.