ზუგდიდში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ხუთი ადმიანი დააკავა. მათ ბრალად მიცვალებულთა სახელით პენსიის მისაკუთრება ედებათ.
ინფორმაციას imedinews-ს უწყებაში უდასტურებენ, თუმცა სხვა სახის დამატებითი დეტალების გახმაურებისგან თავს იკავებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულები „ლიბერთი ბანკის" თანამშრომლები არიან.