მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნატოში საქართველოს გაწევრიანების თემას

მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნატოში საქართველოს გაწევრიანების თემას

თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნატოში საქართველოს გაწევრიანების თემას, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ გერმანულ გამოცემა „ბილდთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, საქართველოსთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ევროპის ქვეყნები ვერ იღებენ.

„თურქეთი ყოველთვის მხარს უჭერდა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების თემას, თუმცა გერმანია და საფრანგეთი ამ ნაბიჯის გადადგმას რუსეთის უკმაყოფილების შიშით ვერ ბედავენ“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ინტერვიუში.