თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: რაღაც მწვანე ღობის დანახვაზე ისტერიკა მოაწყვეს 

თეა წულუკიანი ოპოზიციაზე: რაღაც მწვანე ღობის დანახვაზე ისტერიკა მოაწყვეს 

რაღაც მწვანე ღობის დანახვაზე ისტერიკა მოაწყვეს. ეს ძალიან სასაცილო იყო, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, POSTV-ის ეთერში ისაუბრა.

„მშვიდობიანი პროტესტი შეიძლება იქვე მოაწყო, ღობესთანაც... თუ გული გულობს, ქადაც იჭმევა",- ამბობს იუსტიციის მინისტრი.

ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაიწყო და ფილები აყარეს.

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება მიიჩნევს, რომ ფილების რეაბილიტაცია პროტესტის შესაჩერებლად მოიგონეს.