მაიკლ კარპენტერი: 4 კონგრესმენის წერილი ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა მიიღოს 

მაიკლ კარპენტერი: 4 კონგრესმენის წერილი ხელისუფლებამ სერიოზულად უნდა მიიღოს 

ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი  მაიკლ კარპენტერი სოციალურ ქსელში ეხმაურება 4 ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილს. კარპენტერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“  დაწერა.

"საქართველოს მთავრობამ ეს წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს. ეს არის ორპარტიული გაფრთხილება ნეგატიური ტრენდების შესახებ: სამთავრობო ტენდერების პოლიტიზირება, გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ძალაუფლების კონცენტრაციია. ეს საქართველოს მეგობრებისგან მომდინარეობს", - წერს სოციალურ ქსელში კარპენტერი.

შეგახსენებთ,  ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს,  გიორგი გახარიას წერილი მისწერა. ამის შესახებ ინფორმაცია რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის ტვიტერზე გამოქვეყნდა. წერილის ავტორები არიან: „დემოკრატი“  ჯერი კონოლი და „რესპუბლიკელი“ კონგრესმენები - ადამ კინზინგერი,  მაიკლ მაკკაული, ელიოტ ენჯელი.

კინზინგერის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, წერილში  გამოთქმულია შეშფოთება,  რომელიც გამოწვეულია ქართული ოპოზიციის  მიზანმიმართული პოლიტიკური დევნითა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებსა და დასავლეთთან ინტეგრაციას.

ცნობისთვის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, კონგრესმენმა კიზინგერმა პრემიერ გახარიას წერილი გასული წლის დეკემბერშიც მისწერა.