ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც კვლევებით და სადავო რეიტინგებით არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ აქვთ, ნებისმიერი უცხოელის თითოეული სიტყვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც კვლევებით და სადავო რეიტინგებით არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა არ აქვთ, ნებისმიერი უცხოელის თითოეული სიტყვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

„ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც არც კვლევებით და არც სადავო რეიტინგებით არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა, რასაც ნებისმიერი უცხოელი იტყვის" - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ იმედის „დღის ქრონიკაში".


 „მცირე პაუზის შემდეგ საარჩევნო ჭიდილი მორიგ ფაზაში გადადის.  პროპორციული არჩევნების საკითხზე წარმოშობილ პოლიტიკურ დავაში ოპოზიცია მოკავშირეებს ქვეყნის გარეთაც ეძებს.  შემხებლობის სხვადასხვა ხარისხის მქონე ევროპელი და ამერიკელი კანონმდებლები საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციებს აფიქსირებენ.


ხელისუფლებისთვის ფრონტის ხაზი უცხო ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე გადის და დიპლომატიურ რესურსს სწორედ მათზე ხარჯავს, რათა ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.  დიპლომატიური კორპუსი ამავე დროს აქტიურადაა ჩართული მოლაპარაკებებში, რომლის მიზანიც იმ საარჩევნო სისტემაზე კონსესუსის მიღწევაა, რომლითაც 2020 წლის არჩევნები უნდა ჩატარდეს. ოპოზიციური პარტიებისთვის კი, რომელთაც არც კვლევებით და არც სადავო რეიტინგებით არ აქვთ არჩევნებში გამარჯვების პერსპექტივა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული სიტყვა, რასაც ნებისმიერი უცხოელი იტყვის.   საქართველოს შიდა საინფორმაციო ველში პოლიტიკური სპიკერები თავიანთთვის ხელსაყრელი ფორმით ამძაფრებენ დემოკრატიის შესახებ გზავნილს და სხვადასხვა აქცენტებით ცდილობენ აუდიტორიის დაჯერებას ხელისუფლების ცვლილების გარდაუვალობის შესახებ.


საქართველოს დემოკრატიის განვითარება და მისი საგარეო კურსი წარმოადგენენ იმ თემებს, რომელთაც თავისი კონკრეტული მახასიათებლები და საზომი გააჩნიათ.  თუმცა როდესაც საქმე არჩევნებს და შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას ეხება, ეს თემებიც უმალ ბრძოლის ინსტრუმენტად იქცევა.  მთავარი შეცდომა, რასაც ოპოზიცია უშვებს, არის ყოფიერების ყველა ასპექტში აპოკალიპტური სურათის დახატვა, რაც მთლიანობაში მოსახლეობისთვის აშკარად დამახინჯებულ ხედვას წარმოადგენს.  ამ სურათისგან წარმოქმნილი მიუღებლობა კი ფარავს რეალურად არსებულ პრობლემებსაც, რომელიც ბუნებრივად ახასიათებს განვითარების გზაზე მდგომ ქვეყანას" - აცხადებს გურამ ნიკოლაშვილი.