ჯეიმს აპატურაი: “მნიშვნელოვანია საქართველომ აჩვენოს, რომ დემოკრატია კარგად მუშაობს”

 ჯეიმს აპატურაი: “მნიშვნელოვანია საქართველომ აჩვენოს, რომ დემოკრატია კარგად მუშაობს”

 

„ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა და ორგანიზაცია ამ საკითხზე ერთიანობას აჩვენებს“, – ამის შესახებ ნატო-საქართველოს კომისიის დაწყებამდე სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჯეიმს აპატურაის თქმით, ნატო არა მარტო უკრაინაზე, არამედ საქართველოზეც მსჯელობს რუსეთის სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით მაშინაც, როცა რუსეთი მაგიდასთან არ ზის.

„ეს არის ყოველთვის დღის წესრიგში. ნატოსთვის ასევე უმნიშვნელოვანესია დავეხმაროთ ქვეყნებს, რომლებიც ზეწოლას განიცდიან რუსეთის მხრიდან, რომ მათ უზრუნველყონ ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა. ჩვენ ამოტომაც ამდენს ვაკეთებთ პარტნიორებისთვის. ვაძლიერებთ შავის ზღვის უსაფრთხოებას და გვაქვს ურთიერთოებების გასაღრმავებლად უამრავი იდეა. ეს არის სამ პუნქტიანი სტრატეგია – თავდაცვის გაძლიერება, დიალოგის წარმოება პოზიტიური ცვლილებების მისაღწევად და პარტნიორების დახმარება“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

ჯეიმს აპატურაიმ ასევე განაცხადა, რომ საქართველოში არჩევნები ყოველთვის ძალიან აქტიურია და ტემპერატურა ყოველთვის მაღლა იწევს.

„წელსაც ეს შეინიშნება. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველომ აჩვენოს, რომ დემოკრატია კარგად მუშაობს. ეს საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია რეგიონიდან. საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრასფორმაციას საქართველო მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისთვის და საჭიროა შესაძლებელი ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება. უნდა შემცირდეს პოლარიზება. ეს ეხება რა თქა უნდა მთელ პოლიტიკურ სპექტრს. ეს ეხება ოპოზიციასაც და არა მხოლოდ ხელისუფლებას. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ყურადღებით აკვირდება პროცესებს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

2020 წელს ნატოს კომისია პირველად იკრიბება.  წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედ წარმომადგენლებს ორგანიზაციაში სახელმწიფო  მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მიმართავს. ის ოკუპირებულ ტერიტოტიებებზე შექმნილ მძიმე ვათარებაზე ისაუბრებს.