რასაც რუსეთის უშიშროების საბჭოში დაუწერენ, იმას აკეთებენ - ხაინდრავა სააკაშვილის გუნდში „ფეესბეს ოფიცრებს“ ასახელებს

რასაც რუსეთის უშიშროების საბჭოში დაუწერენ, იმას აკეთებენ - ხაინდრავა სააკაშვილის გუნდში „ფეესბეს ოფიცრებს“ ასახელებს

სააკაშვილის ბიძა, რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ უმაღლესი რანგის ოფიცერი საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა, - ამის შესახებ გადაცემაში „არენა“ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ NDI-ის ბოლო კვლევის შეფასებისას განაცხადა.

„გრიგოლ ვაშაძე არის ჩეკისტი. ის ე.წ. „კაგებეს“ თანამშრომელია. ეს არასოდეს დამალულა. ის ამ გზით მოხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, საიდანაც საზღვარგარეთ სახელოვნებო კოლექტივებს დაჰყვებოდა და მათზე დასმენა ევალებოდა. ეს იცის ლორა თორნტონმაც და „ევროპის სახალხო პარტიამაც“. რასაც რუსეთის უშიშროების საბჭოში დაუწერენ, იმას აკეთებენ ზუსტად. ამას აკეთებდა სააკაშვილი ბიძამისის მეშვეობით. ყველგან შემიძლია ეს დავამტკიცო, რომ ის, რუსეთის „ეფესბეს“ უმაღლესი რანგის ოფიცერი, საქართველოს უშიშროების საბჭოს სხდომებს ესწრებოდა და ეს კატასტროფული ომით დამთავრდა“, - განაცხადა ხაინდრავამ.