თენგიზ სიგუა შვილიშვილის გარდაცვალებამ გადაიყოლა – რას ჰყვება ოჯახის ახლობელი

თენგიზ სიგუა შვილიშვილის გარდაცვალებამ გადაიყოლა – რას ჰყვება ოჯახის ახლობელი

დაახლოებით საათნახევრის წინ, საკუთარ სახლში გარდაიცვალა ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა.

ორი წლის წინ კი, დაიღუპა თენგიზის შვილიშვილი, ქეთი სიხარულიძე, თურქეთში ღვიძლის ოპერაციის გადანერგვისას. ღვიძლი დედამ, თენგიზის ქალიშვილმა გადაუნერგა, თუმცა გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა. როგორც მაშინ გაჟღერდა ინფორმაცია, საავადმყოფოში გადაყვანამდე ქეთიმ ბაბუას ჰკითხა: "ხომ გადამარჩენთ?"

შვილიშვილის სიკვდილის შემდეგ, თენგიზ სიგუას ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, ოჯახის ახლობლების თქმით, იგი ქეთიზე ნერვიულობამ გადაიყოლა. ბოლო პერიოდი, საწოლიდან ვერ დგებოდა.