„შეუძლებელია, ისეთი ობიექტური ორგანიზაციისგან, როგორიც ეუთო-ა, შეფასება გაკეთდეს, რომ „გერმანული მოდელის“ პრინციპზე დაფუძნებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ეუთო-ს დასკვნასთან დაკავშირებით „რეზონანსთან“ საუბრისას.
„ეუთო-ს დასკვნა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გახდება ცნობილი. შეფერხება, ალბათ, საშობაო არდადეგებთან იყო დაკავშირებული. ასე რომ, დიდი ცდა არ დაგვჭირდება.
„რაც შეეხება მოლოდინს შეფასებასთან დაკავშირებით, იგივე მაქვს, რაც ადრე, რადგან ეუთო დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და დამოუკიდებლად იღებს გადაწყვტილებებს, არ ექცევა სხვადასხვა ინსტიტუტის მიერ გაკეთებული განცხადებების ზეგავლენის ქვეშ. ამიტომ შეუძლებელია, ისეთი ობიექტური ორგანიზაციისგან, როგორიც ეუთო-ა, შეფასება გაკეთდეს, რომ „გერმანული მოდელის“ პრინციპზე დაფუძნებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ხმალაძემ.