თეა წულუკიანი: „ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ პირველი იუსტიციის მინისტრი, რომელმაც პატიმრები მანამ, სანამ ისინი გათავისუფლდებიან, საჯარო მოხელეები გახადა“

თეა წულუკიანი: „ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ პირველი იუსტიციის მინისტრი, რომელმაც პატიმრები მანამ, სანამ ისინი გათავისუფლდებიან, საჯარო მოხელეები გახადა“

„ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ პირველი იუსტიციის მინისტრი, რომელიც მართავს პენიტენციურ სისტემას, რომელმაც პატიმრები მანამ, სანამ ისინი გათავისუფლდებიან, საჯარო მოხელეები გახადა“ – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღევანდელი კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

„ქალბატონო ნინო, რამდენიმე პატიმარმა 11 დეკემბერს მოგწერათ წერილი და როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თურმე წერილებზე პასუხს არ იღებთ – აი, ეს არის 11 დეკემბრის წერილი. კეთილი ინებეთ და გაეცით ამ პატიმრებს პასუხი. ეს პატიმრები გახლავთ: ალექსი მეზვრიშვილი, გიორგი კიკნაძე, გიორგი გოგიძე, თორნიკე მჭედლიძე, თომა მაჭარაშვილი, დავით ქოქაშვილი, მირიან მებუკე, ნოდარ თარაშვილი, აკაკი ქვრივიშვილი და არჩილ გორდუაძე. ესენი არიან პატიმრები, რომლებიც სასჯელებს იხდიან და რომლებიც, ჩემი ძალისხმევით, მანამ, სანამ სასჯელს იხდიან, იუსტიციის სამინისტროში დასაქმებული პირები არიან. რადგან თქვენ, ქალბატონო ნინო, სტატუსები გიყვართ, მათ აქვთ ორმაგი სტატუსი – მსჯავრდებულის და სერვისების განვითარების სააგენტოს მოხელის სტატუსი. მე ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ პირველი იუსტიციის მინისტრი, რომელიც მართავს პენიტენციურ სისტემას, რომელმაც პატიმრები მანამ, სანამ ისინი გათავისუფლდებიან, საჯარო მოხელეები გახადა“ – განაცხადა მინისტრმა.