სოსო შატბერაშვილი: “ეს წელი იყო ოპოზიციის მარცხის წელი ხელისუფლებამ გაიმარჯვა ასით ნული ”

სოსო შატბერაშვილი: “ეს წელი იყო ოპოზიციის მარცხის წელი ხელისუფლებამ გაიმარჯვა ასით ნული ”

” მემარცხენე ალიანსის ”  ლიდერი  სოსო შატბერაშვილი  განვილილ წელს აფასებს,  ის 2019 წელს ოპოზიციის მარცხის  წლად მიიჩნევს

“2019 წელი ოპოზიციისთვის იყო დიდი მარცხის წელი, ეს ე.წ. ოპოზიცია რომელიც იკრიბება ნათელაშვილის კანტორაში, ერთმანეთის საძულველი ადამიანები.თუმცა მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ .აქ საყურადღებოა ის გარემოება ეს ვითომ ოპოზიციური პარტიები ერთიანდებიან ფინანსური სარგებელის მისაღებად მკვლელი , ბანდიტი ,  პარტიის  “ნაცინალური მოძრაობის” ორგვლივ. იქ გაერთიანებული ეგრედწოდებული პარტიები  ყიდიან სულს, სინდის ფულის სანაცვლოდ.

ნაცვლად იმისა რომ გავერთიანებულიყავით იგივე “პატრიოტთა ალიანსის” ირგვლივ, რომელმაც ალტერნატიული მიტინგი და აქცია მოაწყო იმ იდეის გამო რომელსაც ჩვენ ათეული წელია ვითხოვთ ,

ნაცვლად იმისა რომ ერთად დავმდგავიყავით ყველა ოპოზიციური პარტია ის პარტრიები მიეყიდნენ “ნაციონალურ მოძრაობას”.

მე ამის თქმის არ შმეშინდება მრავალი ვიდეო ჩანაწერია სადააც სააკაშვილი ირიბად თუ პირდაპირ ადასტურებს რომ ნაყიდი ყავს ეს ოპოზიციური სპექტრი, რომლებიც ყოფილი მის ვითომ მოწინააღმდეგეები იყვნენ.

ვინღა დარჩა ოპოზიციაში ?! რათქმაუნდა “პატრიოტთ ალიანსი” ჩვენი პარტია “ქართული დასი”, ასე რომ ეს წელიწადი იყო ოპოზიციის უდიდესი მარცხის წელი ოპოზიციამ ისეთი დისკრედიტაცია გაუკეთა თვის თავს რომ ათწლეულების განმავლობაში ვერ ამოვა ამ მდგომარეობიდან , ხელისუფლებამ გაიმარჯვა ასით ნული ” – განაცხადა სოსო შტბერაშვილმა ტელეკომპანია ობიექტივზე სტუმრობისას